პუტინმა ყირიმი ხარკის ასაღებად კავკასიელ კრიმინალებს გადასცა

    „ინფორმაციული წინააღმდეგობის“ ჯგუფის მონაცემებით, ყირიმის რესპუბლიკის ოკუპირებული საკის და ევპატორიის რაიონებში სხვა რეგიონებიდან შემოსული 90- იანი წლების მსგავსი კრიმინალური ტიპაჟების გააქტიურება შეინიშნება. საკი და ევპატორია მრავალწლიანი ისტორიის მქონე ცნობილი კურორტებია. პირველი სამკურნალო ტალახებით და პროფილური სანატორიუმებით არის ცნობილი. მეორე კი ბავშვებთან ერთად დასვენებისთვის იდეალური ადგილია. უფრო სწორედ, ეს ადრე იყო. ჩეჩნეთიდან და დაღესტნიდან ჩასული კრიმინალების გააქტიურების გამო მშობლები იქ ბავშვების ჩაყვანას ვეღარ რისკავენ. აღნიშნულ რაიონებში ბიზნესებს და უძრავ ქონებას იტაცებენ. ბანდიტები ლოზუნგით: ,,ყირიმი ჩვენია“ პირადი კუთვნილების შუაზე გაყოფას ითხოვენ.
ერთ დროს წყნარი კურორტები დღეს ძალზე საშიში გახდა, რადგან კავკასიელები აქ თავს ბატონ – პატრონებად მიიჩნევენ. შეუძლებელია რესტორნებში და კაფეებში სიარული, რადგან იქ ბანდიტები ღრეობებს აწყობენ. ადგილობრივები ირონიით ხუმრობენ, რომ მალე ჰაერში ავტომატებით დაიწყებენ სროლას ისევე, როგორც ამას თავიანთ ქორწილებში მოსკოვში აკეთებდნენ. კარგია, თუ მხოლოდ ჰაერში… ფაქტი ერთია: რეგიონი საჯიჯგნად ბანდიტებს გადაეცათ, და ეს შეგნებულად, ,,იმპერატორ“ პუტინის ბრძანებით გაკეთდა. მიზანი შეიძლება რამდენიმე იყოს. მაგალითად, დააწყნაროს ასეთი გზით. ადგილობრივი კრიმინალიტეტი ასე თუ ისე აკონტროლებს ბიზნესს და ფულის გადინებას, რათა ადგილობრივების მიერ გამომუშავებული სქემები კავკასიელების ხელში გადავიდეს. დაღესტნელებმა და ჩეჩნებმა ასეთი გულუხვი საჩუქარი შესაძლოა, იმიტომ მიიღეს, რომ, სამაგიეროდ, ყირიმელი თათრები დააშინონ. ის, რომ პუტინი ჩეჩნებზე და სხვა კავკასიელებზე ნახევარკუნძულის გასაკონტროლებლად დიდ იმედებს ამყარებს, გასაგები მაშინ გახდა, როცა ჩეჩენი ბიზნესმენი რუსლან ბაისაროვი ,,ყირიმის კურორტებზე და სანატორიუმებზე პასუხისმგებლად“ დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები