რამაზ საყვარელიძე: ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არაა, პარლამენტის დათხოვნას კონსტიტუციური საფუძველი არ აქვს

პარლამენტის დათხოვნას იურიდიული, კონსტიტუციური საფუძველი არ გააჩნია, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
რამაზ საყვარელიძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყანას პოლიტიკური კრიზისი არ აქვს.
„ვისურვებდი მეც, ისევე როგორც ბევრი ამ პოლიტიკური ბატალიების გვერდიდან მაყურებელი, რომ უფრო სერიოზული, რთული და კორექტული თამაში წასულიყო; კორექტულობა სირთულეს არ ნიშნავს . ოპოზიციის ერთერთი არგუმენტი დღემდე თავის დახასიათების დროს არის ის, რომ მათ დათმეს, აღიარეს მეტოქის გამარჯვება 2012 წელს. 2012 წელს რა მექანიზმებით აღიარეს, ეგ კიდევ ცალკე თემაა, უცხოეთი ჩაერთო , მაგრამ აღიარება თავისთავად პლუსია პოლიტიური პარტიისთვის და არა მინუსი . დღeსაც რომ მათ ამ გზით ევლოთ, ვაღიარებთ და მერე ვაგრძელებთ ბრძოლასო , მე მგონი, გაცილებით მოგებულები იქნებოდნენ , იმიტომ, რომ ის გზა რომელიც მათ აირჩიეს – არ ვაღიარებთ, არ მივიღებთ გავაპროტესტებთ , არის სწორედ ის სტილი, ის ბუნება, რაც მიუღებელია ამომრჩევლისთვის და რის გამოც ჰყავდათ ის რაოდენობა მხარდამჭერების , რომელიც ჰყავდათ. ოპოზიცია თვლის, რომ მან თუ მიიღო რამდენიღაცა ხმა , 800 000 -ზეა ლაპარაკი , მას აქვს პრეტენზიის წამოყენების უფლება . მაგრამ, მაშინვე გაჩნდა ეს კითხვა: ამ ოპოზიციამ, რომელმაც ქუჩაც კი ვერ შეავსო ბოლომდე, როგორ აიღო 800 000 ხმა, ისევ გაჩნდა ეჭვი, ხომ არ იყო ის ეშმაკობები, რომელიც კარგად იცის „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ეჭვები „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ – ხომ არ უნდათ დესტაბილიზაცია, ხომ არ უნდათ მოკვლა ვიღაცის, თუნდაც თავისივე წევრის, სულ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ უნდობლობა, რომ რასაც ამბობს ის ან სიცრუეა, ან რაღაც ბოროტებაზე გათვლილი. აი ეს უნდობლობა სანამ არ მოიხსნება, იქამდე „ნაცმოძრაობას „არ ექნება ის ხმები , რომ რაიმე სერიოზულ მიზანს მიაღწიოს, ამიტომ ვთვლი, რომ არ არის ადეკვატური „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედება, ისინი ემოციის კარნახით მოქმედებენ და არა იმით, რა არის მათვის სასარგებლო და უსარგებლო. ასევე უსარგებვლოა ის მოთხოვნა რაც მათ წამოაყენეს, დავსხდეთ და გამოვიყვანოთ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდანო, ქვეყანას პოლიტიკური კრიზისი არ აქვს.
იმიტომ, რომ პოლიტიკური კრიზისი ჰქვია ისეთ მოვლენას , როცა პარლამენტი გადაწყვეტილებას ვერ იღებს, ასეთი არის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა, პრემიერის დაუმტკიცებლობა, ამ შემთხვევაში პარლამენტის დათხოვნა ხდება ხოლმე. არც ერთია სახეზე , არც მეორე, შესაბამისად პარლამენტის დათხოვნასაც იურიდიული, კონსტიტუციური საფუძველი არ გააჩნია”- განაცხადა საყვარელიძემ.
ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას “პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ 2 დეკემბერს გამართულ აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია დღის წესრიგში ტოვებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას და ასევე ითხოვს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას.
“აქციები არა მხოლოდ არ შეწყდება, არამედ გაფართოვდება, ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი გახდება და 16 დეკემბერს ჩვენ მივიღებთ ერთ გადამწყვეტ დიდ აქციას”, – განაცხადა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები