“მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვით, შსს-ში იდგმება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი”

„მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვით, ხორციელდება საპოლიციო საქმიანობის მნიშვნელოვანი გადააზრება და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში პრევენციის კომპონენტის გაძლიერება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის “საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის” მიდგომის ბრწყინვალე მაგალითი.
„ეს არის “საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის” მიდგომის ბრწყინვალე მაგალითი, როდესაც პოლიციის საქმიანობა და მართლწესრიგის უზრუნველყოფა განიხილება როგორც საზოგადოებრივი სერვისის განხორციელება, როდესაც პოლიციელები, უბნებზე მათი ხილვადობით, საზოგადოებასთან მჭიდრო თამაშრომლობით, პარტნიორობით და ადგილზე კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირებით ახორციელებენ სამართალდარღვევის პრევენციას და კონკრეტული ლოკაციების უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას.
ამ მოდელის შემოღებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იდგმება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დასავლური დემოკრატიების სამართალდამცავი სისტემების საქმიანობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის კუთხით“,- აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები