სალომე ზურაბიშვილი მედიას: ვეღარ მიეჩვიეთ, რომ უკვე პრეზიდენტი ვარ?

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობის და ხარჯების შესახებ უახლოეს პერიოდში, პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.
როგორც მან აღნიშნა, იმავე დღეს გახდება ცნობილი ინაუგურაციის ადგილი და სხვა, საზოგადოებისთვის საინტერესო დეტალები.
მან ჟურნალისტებსაც მიმართა და შეახსენა, რომ ის უკვე პრეზიდენტია.
„ვეღარ მიეჩვიეთ, რომ უკვე პრეზიდენტი ვარ? ნუ დარბიხართ, დადექით, არ იყვიროთ.
​ეს არის საბიუჯეტო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს შეტანილია ერთი პროექტი, რომელზეც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, მიმდინარეობს თანამშრომლობა, არავითარი პრობლემა არ არის. ინაუგურაციის დეტალებზე უახლოეს პერიოდში გავმართავთ ბრიფინგს, რათა მოგაწოდოთ ინფორმაცია. ასევე წარვადგენ ადმინისტრაციის წევრებს”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, არის საკითხები, რომელზეც ინაუგურაციის შემდეგ ისაუბრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები