ემზარ კვიციანი: თუ ჩატარდება არჩევნები, გამოჩნდება, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ პირველი ძალა იქნება

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, დეპუტატ ემზარ კვიციანის განცხადებით, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, გამოჩნდება, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ პირველი პოლიტიკური ძალაა, – ამის შესახებ კვიციანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენი შანსები 25 ნოემბერს ფაქტებით დაიდო თბილისში, „ნაციონალური მოძრაობის“ შანსები 2 დეკემბერს. თუ ჩატარდა არჩევნები, თუ არ იქნებიან ერთმანეთში გარიგებულები, თუ არ იქნება გაყალბება, ჩვენი შანსები ის იქნება, რომ არც მეორე და არც მესამე ძალა არ ვიქნებით, ჩვენ ვიქნებით პირველი ძალა“, – განაცხადა კვიციანმა.
კითხვაზე საჭიროა, თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, კვიციანი პასუხობს, რომ თუ ამას ის 100 ათასი ადამიანი მოითხოვს, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე გამოვიდა, მაშინ საჭიროა.
„ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს თუ მოითხოვს ის 100 ათასი კაცი, რომელიც ქუჩაში იყო გამოსული, მაშინ აუცილებელად ჩასატარებელია. მაგრამ ის 2 000 თუ 3 000 კაცი, რომელიც გამოიყვანეს „ნაციონალებმა“, იმ 2 000 კაცის ჭკუაზე ვერ ივლის საქართველო, მით უმეტეს, იმ მარგინალების ჭკუაზე, რომლებმაც 9 წელი სისხლში აცურავეს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა კვიციანმა.
კითხვაზე თუ რამდენად დიდია “პატრიოტთა ალიანსის” წვლილი არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში, კვიციანი პასუხობს, რომ „ყველაფერი შედარებითია“.
„აიღეთ პირველი ტური, რამდენი ხმა მიიღო და აიღეთ მეორე ტური, ჩვენ რომ დავუდექით გვერდში, იმის მერე რამდენით მოემატა მას ხმები”, – განაცხადა კვიციანმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები