კახა კალაძე: საცხოვრებელი ფართები, სიმბოლურ ფასად კიდევ 34 ოჯახს დაუკანონდება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საკუთრებაში კიდევ 34 ოჯახს გადაეცემა.
​მისივე თქმით, ეს მოქალაქეები წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას.
„საცხოვრებლების დაკანონების პროცესი გრძელდება. ამჯერად, ფართები საკუთრებაში 34 ოჯახს გადაეცემა. ეს ოჯახები სხვადასხვა უბანში ცხოვრობენ. კერძოდ, დიდ დიღომში, ვანის, რეხის, ჭიჭინაძის, ახვლედიანისა და ბერიაშვილის ქუჩებზე, კახეთის გზატკეცილზე, ქინძმარაულის შესახვევში, ასევე, საქსოვმანქანისა და ფონიჭალის დასახლებებში. მათაც ანალოგიური პრობლემა ჰქონდათ. წლების განმავლობაში ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ და მინდა, მივულოცო მათ აღნიშნული პროცესის დასრულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, თბილისის მერიის ინიციატივით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ, სიმბოლურ ფასად უკვე 411 ოჯახს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები