თამარ ჩუგოშვილი: ჩემი პირადი პოზიცია იქნებოდა, რომ ინაუგურაცია თბილისში ჩატარდეს

ჩემი პირადი პოზიცია და სურვილი იქნებოდა, რომ ინაუგურაცია თბილისში ჩატარდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ინაუგურაციის ცერემონიით შესაფერისად უნდა წარმოჩნდეს.
„ჯერ მსჯელობა მიმდინარეობს, სად შეიძლება ინაუგურაცია ჩატარდეს. ქვეყანა ღირსეულად უნდა წარმოჩნდეს, რადგან საქართველოს მიმართ საკმაოდ დიდი ყურადღებაა მოპყრობილი, ღონისძიებაზე ბევრი სტუმარი იქნება. ჩემი პირადი პოზიცია და სურვილი იქნებოდა, რომ ინაუგურაცია თბილისში ჩატარდეს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები