სემენჩენკო, რომელიც სპეცოპერაციისას დაკავებულებთან ერთად იყო, ადასტურებს რომ ნოემბერში სააკაშვილს შეხვდა

უკრაინის რადას დეპუტატი და ბატალიონ დომბასის ყოფილი მეთაური სემიონ სემენჩენკო, რომელიც ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულ 7 ადამიანთან ერთად იყო, ადასტურებს, რომ ნოემბერში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად შეხვდა.
მისივე თქმით, მათი შეხვედრის მთავარი თემა, ოპოზიციური “იუთუბ” არხის შექმნა იყო და არა დაკავებული პირების საქართველოში ჩამოყვანის ორგანიზება.
“გიდასტურებთ, რომ ნოემბერში პოლონეთში სააკაშვილს ნამდვილად შევხვდი. რაც შეეხება თემას, განვიხილავდით, რომ უკრაინაში ოპოზიციური “იუთუბ” არხის შექმნა სურდა, სადაც მივიწვევდით ოპოზიციურ პოლიტიკოსებს, რომლებიც საინტერესოდ ისაუბრებდნენ, მაგალითად ბაბიცკაიას”, – განაცხადა სემენჩენკომ.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა” და „ალიანსში” სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულია უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას, ამოღებულია “ბერეტას” და “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები