პარიზში არეულობისას საქართველოს საელჩოს ავტომობილი დაიწვა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, სადაც დემონსტრაციები მიმდინარეობს, საქართველოს საელჩოს ავტომობილი დაიწვა. ინფორმაცია “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საქართველოს მისიის კუთვნილი ავტომობილი დაზღვეული იყო და ზიანს სადაზღვეო კომპანია აანაზღაურებს.
“დემონსტრაციები მიმდინარეობდა იმ ადგილის ახლოს, სადაც მდებარეობს საქართველოს საელჩო. დემონსტრაციების დროს დაიწვა რამდენიმე ავტომანქანა, მათ შორის იყო საქართველოს დიპლომატიური მისიის კუთვნილი ავტოტრანსპორტიც, აღსანიშნავია რომ დემონსტრაციის დროს ასევე დაიწვა სხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიების ავტომობილებიც, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე იყო განთავსებული, ასევე კერძო მფლობელობაში მქონე ავტომობილებიც. მომხდარზე ფრანგი სამართლადამცავები აწარმოებენ შესაბამის საგამოძიებო ქმედებებს. საქართველოს მისიის კუთვნილი ავტომობილი იყო დაზღვეული და ზიანს ანაზღაურებს სადაზღვეო კომპანია”, – განუცხადეს “კვირას”საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები