კახა კალაძე: მიხარია მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებობს

მთელი გულით მინდა მიულოცო ებრაელ ხალხს დღევანდელი დღესასწაული, პირველ რიგში მინდა ვუსურვო მათ მშვიდობა, სულიერი სიმშვიდე და კეთილდღეობა,- ასე მიულოცა თბილისის მერმა, კახა კალაძემ “ისრაელის ხალხს” ხანუქას დღესასწაული.
კალაძემ ებრაელ ხალხს მშვიდობა უსურვა.
“პირველ რიგში მინდა, ხანუქობის დღესასწაული მივულოცო ებრაელ ხალხს. ქართველ ებრაელებს კი, განსაკუთრებით. ჩემი თბილისი, ჩვენი დედაქალაქი არის სხვადასხვა ეროვნების სხვადასხვა რელიგიების მქონე ადამიანების თანაცხოვრებისა და ტოლერანტობის საუკეთესო მაგალითი. ძალიან მიხარია ეს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებობს. ეს არის გასაფრთხილებელი. კიდევ ერთხელ მთელი გულით მინდა მიულოცო ებრაელ ხალხს დღევანდელი დღესასწაული, პირველ რიგში მინდა ვუსურვო მათ მშვიდობა, სულიერი სიმშვიდე და კეთილდღეობა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ცნობისთვის, „ისრაელის სახლში“ დღეს ხანუქას დღესასწაული აღინიშნა. ასევე გაიმართა ხანუქას პირველი სანთლის ანთების ცერემონიალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები