„არ მეგულება ადამიანი, რომელიც მხარს უჭერდეს ქვეყანაში დაძაბულობის იმ დონეს, რასაც „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს“

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისადმი გაკეთებულ შეთავაზებას აფასებს, რომლითაც ისინი მმართველ გუნდ სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობენ.
„ისინი არ გულისხმობენ მოლაპარაკებებს სახელმწიფოს ხვალინდელ დღეზე, ისინი ითხოვენ ვაშაძის გაპრეზიდენტებას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ამბობენ, რომ ქვეყანაში არ არსებობს მილიონ ასორმოცდაათი ათასი ადამიანი, რომელმაც სხვა არჩევანი გააკეთა. მთელი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ როგორმე 780 ათასი ადამიანი, მათი მხარდამჭერები შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს რაღაც ლეგიტიმური გზით მიდიან. ოპოზიციაში არის პარტიებიც, იქნება ხალხიც, რომლებსაც სხვა მოსაზრება აქვს, მაგრამ არ მგონია ხალხი იყოს, რომელსაც ის სისხლისღვრა უნდა, რასაც სააკაშვილი გვთავაზობს. დღეს კარგად დავინახეთ სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა გარკვეულ პოზიციებს შორის. ერთნი საუბრობენ ლეგიტიმურ გზაზე, კანონიერ გზებზე, მეორე მხარე საუბრობს იმ დაძაბულობაზე, რაზეც სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს და მისი გამოსვლაც თქვენ ალბათ, ნახეთ. ასე რომ, დააკვირდით პროცესებს, დააკვირდით მოვლენებს და შესაბამის დასკვნებს გააკეთებთ.
თუ საზოგადოება, მათი ამომრჩეველი, იქნება ისევ იგივე პოზიციაზე, რასაკვირველია, ეს არის ნორმალური, დემოკრატიული მოვლენა, მაგრამ, მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც მხარს უჭერდეს ქვეყანაში დაძაბულობის იმ ფორმას და იმ დონეს, რასაც გვთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“. მათ შორის, თუნდაც, ძალიან მოკრძალებულად, მაგრამ გრიგოლ ვაშაძეც ამ პოზიციას იზიარებს.

ეგ ერთი და მეორე, ვფიქრობ, ქართულმა საზოგადოებამ სწორი არჩევანი გააკეთა პრეზიდენტთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელსაც ბიოგრაფიაში აქვს უამრავი მნიშვნელოვანი რაღაც გაკეთებული, მაშინ, როდესაც ვაშაძეს ყველაზე მაქსიმუმი, რაც ჰქონდა გაკეთებული, ეს არის უცხოეთში ჯგუფებთან ერთად ყოფნა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა. ომის დროს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტიდან იგი ადამიანებს მოუწოდებდა, დარჩენილიყვნენ ზონაში, ვინაიდან რუსეთი, თითქოსდა, არ იყო შემოჭრილი საქართველოში, მაშინ, როდესაც ძალიან კარგად იცოდა, რა ხდებოდა ჩვენს თავს. ასე რომ, მოღალატეობრივი საქციელის გარდა, ვაშაძე შემჩნეული არაფერში არ არის. გადახედეთ სიტუაციას, გადახედეთ ლიდერებს, ვინც დღეს ხალხს მოუწოდებს დაძაბულობის ესკალაციისკენ და დასკვნებს თავად გააკეთებთ”, -განაცხადა გია ვოლსკიმ .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები