“ესაა სიმართლე!”- დავით ოქიტაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე დღეს გამართულ აქციას ეხმაურება და  ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს. “კვირა” დავით ოქიტაშვილის განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს!
სადაა 700 000 ადამიანი? სადაა აუარებელი ამომრჩეველი, რომელიც „ნაციონალებით“ დაკომპლექტებულმა საარჩევნო კომისიებმა დაუწერეს ამათ? სად არის “მთელი საქართველო”, რომ გაჰყვირიან მთელი არჩევნების შემდგომი პერიოდი?

ბატონო ბიძინა!

700 000 – ეს ციფრი საარჩევნო კომისიებში მომჯდარმა „ოცნების“, უმრავლეს შემთხვევაში, „ნაციონალმა“ წარმომადგენლებმა შექმნეს(ყველაზე არ ვსაუბრობ, ვინც პრაქტიკულად სიცოცხლის ფასად იცავდა „ნაციონალების“ წინააღმდეგ მიცემულ ხმებს)!
ეს ციფრი ვაჟბატონმა ვაშაძემ და „ნაციონალურმა ხროვამ“ შექმნა, ადრე დაბეჭდილი ყალბი პირადობის მოწმობებით და მათივე შექმნილი სიებით, რომლითაც დღემდე ხდება ხმის მიცემა!
და მესამე და ყველაზე მთავარი!

შეიხედეთ სახელმწიფო სტრუქტურებში, ვინ უზის ახლა ტელევიზორებს და ფრჩხილების კვნეტით შესციცინებს ამ აქციას? ჩანერგილი „ნაციონალები“! სახელმწიფო სტრუქტურებში, თანამდებობებზე მომჯდარი ჯალათები, რომლებიც დღეს ვერ გავიდოდნენ აქციაზე, რომ ლუსტრაცია არ მომხდარიყო!

სწორედ მათ და საარჩევნო კომისიებმა შექმნეს 700 000 „ნაციონალისთვის” მიცემული ხმა! ესაა სიმართლე! გატყუებენ, რომ არაა საკმარისი კადრები ქვეყანაში! ტყუილია, რომ პროფესიონალების ნაკლებობაა სხვადასხვა სფეროში! ათასობით პროგრესული, თავისი საქმის პროფესიონალი უმუშევრად ზის სახლში! ის ხალხი, რომელმაც 9 წელი იომა „ნაციონალური“ რეჟიმის დროს და არ მოუთხოვია თანამდებობები 2012 წლის შემდეგ, ის ხალხი, რომელმაც გარეწარი ჩანერგილების მიერ გაყიდული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოიგო თქვენთან ერთად და ელოდება, რომ დასრულდება კოჰაბიტაცია და ქვეყანა დაიწყებს წინსვლას! ის ხალხი, ვისაც უყვარს ეს ქვეყანა!” – ნათქვამია ოქიტაშვილის ღია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები