ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ

“დღეს, ჩემს შვილთან ერთად, საქართველოს ის ნაწილი მოკვდა, რომლებიც ჩემი შვილის მკვლელებს იცავენ”, – ასე მიმართა რუსთაველის გამზირზე, გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე შეკრებილ ადამიანებს ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ.
“ამ დღეს ჩემი შვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დღეს, ჩემს შვილთან ერთად, საქართველოს ის ნაწილი მოკვდა, რომლებიც ჩემი შვილის მკვლელებს იცავენ. სამართალმა უნდა იზეიმოს. ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
აქციაზე პანკისის ხეობაში დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც გამოვიდა სიტყვით. მისი თქმით, იგი დღემდე ხალხის მხარდაჭერის საშუალებით მოვიდა.
“მე იმ დღის მეშინია, როცა თემირლანის მკვლელობდან ერთი წელი გავა. ვაითუ, არ დაისაჯონ მკვლელები. მე აქ დღემდე თქვენი მხარდაჭერით მოვედი. ღმერთმა მოგვცეს იმის შნო, მართლა დავსაჯოთ ის ადამიანები, ვინც ხელისუფლებაში არიან სისხლით მოსულები”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები