სააკაშვილი: როგორც კი თქვენ დაგჭირდებით და დამიძახებთ, იმ წამს საქართველოში გავჩნდები

“ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ნამდვილი სახალხო დემოკრატიის დაბრუნებით”, -ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე გამართულ ოპოზიციის აქციაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელმაც აქციაზე შეკრებილთ “სკაიპის” საშუალებით მიმართა.
სააკაშვილის თქმით, როგორც კი საჭირო იქნება, ის საქართველოში “გაჩნდება” და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს გვერდით დაუდგება.
“ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დასრულდება სრული გამარჯვებით. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დასრულდება საქართველოში ოლიგარქის ხელისუფლების შეცვლით და ნამდვილი, სახალხო დემოკრატიის დაბრუნებით, ქართველი ხალხის მთავრობის დაბრუნებით.
ამ ბრძოლაში მე ვარ ერთ-ერთი თქვენგანი, მე არ მაქვს განსაკუთრებული პრეტენზია, მაგრამ მინდა იცოდეთ, იმ წამს, როგორც კი თქვენ დაგჭირდებით და დამიძახებთ, იმ წამს ფიზიკურად გავჩნდები თქვენ გვერდით, გავჩნდები ჩვენი ლიდერების გვერდით, გავჩნდები ახალგაზრდობის გვერდით, გავჩნდები საქართველოში, იმიტომ, რომ ჩვენ  ყველამ ერთად უნდა ჩავდოთ ჩვენი აგური ჩვენს გამარჯვებაში, იმიტომ, რომ მე მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე დავნებდე ამ უსამართლობას”, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები