გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას: ვადას გაძლევთ 16 დეკემბრამდე

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მმართველ გუნდს სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და მოთხოვნების შესასრულებლად, ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. შესაბამისი მიმართვა გრიგოლ ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნები გაასაჯაროვა.
„ ხელისუფლებას ვთავაზობთ, შექმენით სამუშაო ჯგუფი, არ აქვს მნიშვნელობა, დავუშვათ ხუთი ადამიანის შემადგენლობით, თუ ამდენ კვალიფიციურ პირს მონახავთ თქვენთან. ჩვენც, ზუსტად ამავე რაოდენობით შევქმნით ჩვენს დელეგაციას და სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვების ქვეშ, ცივილიზებულად, ევროპულად, სამართლებრივად დავსხდეთ და ერთად გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ვადას გაძლევთ 16 დეკემბრამდე. სწორედ ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდეგი ნაბიჯები, მაგრამ უმორჩილესი თხოვნა მაქვს, ბატონო ეგრეთ წოდებულო ხელისუფლებავ: ახლა ვაი-ვიშს ნუ ატეხავთ და კიდევ ელჩების გამოგზავნას ნუ დაიწყებთ ჩემთან. არც კონსტიტუციის ფარგლებიდან გავალთ, არც კანონს დავარღვევთ, არც თქვენთან მუშტი-კრივში ჩავერთვებით. იმდენი განათლება, ჭკუა და გამოცდილება გვაქვს, რომ სამართლებრივად დაგამარცხოთ. სამართლებრივად დაგამარცხებთ ქართველი ხალხი. ჩვენი გაბრაზება გამოიხატება იმაში, რომ პროტესტი იქნება უწყვეტი, სანამ არ მივაღწევთ იმას, რომ ქართველი ხალხის ხმა იქნეს გაგონებული“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები