გრიგოლ ვაშაძე: ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს

“ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩვენ ვითხოვთ საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებას”, – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე არჩევნებში დამარცხებულმა ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“პოლიტიკური სიტუაცია სახელმწიფოში, მოქალაქეების განწყობა მთლიანად შეიცვალა და “ქართულ ოცნებას” აღარა აქვს პოლიტიკური მანდატი და ნდობა სახელმწიფო მართვისთვის, ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩვენ ვითხოვთ საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებას, ისეთ ცვლილებას, რომელიც მთლიანად შეცვლის საარჩევნო კორუმპირებულ ადმინისტრაციას”,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები