“თანამებრძოლებთან ერთად ჩამოვიდა, რათა მშვიდობიან აქციას შეერთებოდა” – რაც აცხადებს სპეცოპერაციისას დაკავებული ლუკა ჩხეტიას მამა

თბილისში, გამთენიისას, სასტუმრო “ალიანსში” დაკავებული უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, ლუკა ჩხეტიას ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ჩხეტიას იარაღი ჩაუდეს. დაკავებულის მამის, სერგო ჩხეტიას ინფორმაციით, მის შვილს იარაღი არ ქონია.
“ამის საჭიროება არ იყო დღეს, იარაღით გამოსულიყო. ის მის თანამებრძოლებთან ერთად ჩამოვიდა, რათა მშვიდობიან აქციას შეერთებოდა”, -აცხადებს ჩხეტია.
ოჯახი ხელისუფლებას მიმართავს, რათა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ლუკა ჩხეტია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახი კარვების აქციას შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას, უკრაინის შვიდი მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ისინი ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით არიან დაკავებული. ლუკა ჩხეტია ბოლო წლების განმავლობაში, უკრაინაში, დონბასში იბრძოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები