ვინ არის ლუკა ჩხეტია, რომელიც თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს (ფოტოკოლაჟი)

დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო ლუკა ჩხეტია, რომელიც თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სხვებთან ერთად დააკავეს წარმოშობით ზუგდიდელია, მისი ოჯახი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედა ეწერში ცხოვრობს.
ჩხეტიას ფეისბუქგვერდიდან ირკვევა, რომ ის “ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერია. ჩხეტია  სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში მმართველ გუნდს მწვავედ აკრიტიკებს და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართაც არ მალავს თავის უარყოფით დამოკიდებულებას. ჩხეტია ზურაბიშვილს მოღალატედ მოიხსენიებს.
“მივმართავ, საქართველოს შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას, თავდაცვის სამინისტროს თითოეულ ჯარისკაცს! არა სალომე ზურაბიშვილს! კრემლის აგენტს, საქართველოს მტერს! ანტიქართულ “ოცნებას” არ ვირჩევთ, რა თქმა უნდა, თუ არ გვინდა, რუსული დროშა აფრიალდეს საქართველოში!”, -წერს ჩხეტია მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტში.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას, უკრაინის შვიდი მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ისინი ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით არიან დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ლიხაურის ქუჩაზე არსებულ სასტუმრო “ალიანსში” 27 ნოემბერს შევიდნენ. დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო – ლუკა ჩხეტია თბილისში დღეს, გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები