„მიშას ჩამოყვანილი ჰყავს დონბასის ბატალიონიდან  ბოევიკები, რომელთაც დავალებული აქვთ, მშვიდობიან დემონსტრანტებს  ცეცხლი გაუხსნან”, – ირაკლი კაკაბაძე

“ჩვენი ინფორმაციით,  მიშას ჩამოყვანილი ჰყავს დონბასის ბატალიონიდან და უკრაინიდან ბოევიკები, რომელთაც დავალებული აქვთ, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს რაღაც მომენტში, ცეცხლი გაუხსნან”, – ამის შესახებ ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

უფლებადამცველი დღეს  რუსთაველზე მიმდინარე აქციასაც ეხმაურება და ხელისუფლებას მიმართავს, თავიდან აირიდოს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი პროვოკაცია.

 „რუსთაველზე მოსული დემონსტრანტების დიდი ნაწილი “ნაცმოძრაობის” პარტაქტივთან ერთად, არიან მარნეულიდან ჩამოყვანილი ათასობით ადამიანი, რომელთაც ქართული ენაც კი არ ესმით კარგად. ახლა მთავარია, ხელისუფლებამ ეს პროვოკაცია არ ააგორებინოს ამ დამნაშავეთა ხროვას, რომელსაც “ნაცმოძრაობა ჰქვია”. კოჰაბიტაციის ლოგიკური შედეგია აი, ეს სამოქალაქო ომის მცდელობა”,- წერს ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უწყებამ  ლიხაურის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარა. ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია უკრაინის შვიდი მოქალაქე.

ცნობილია, რომ დაკავებულები ლიხაურის ქუჩაზე არსებულ სასტუმრო “ალიანსში” 27 ნოემბერს შევიდნენ. ასევე, დაკავებულთა შორის დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო – ლუკა ჩხეტიაც არის, რომელიც თბილისში დღეს, გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები