შსს-ს წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან კამპანიაში. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, სამინისტროს ინიციატივით, თბილისის N77 საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
როგორც “კვირას” უწყებიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი მოზარდებს დეპარტამენტის ფუნქციების, ამოცანებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ესაუბრა. სამინისტროს წარმომადგენელმა უფროსკლასელებს, ასევე, გააცნო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო სერვისების დანიშნულება და ფუნქციები, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონმდებლობა და არსებული ინსტრუმენტები.
შეხვედრის მიზანი იყო არასრულწლოვნების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მათი ინფორმირება, ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობის შესახებ. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ მართლწესრიგის ოფიცრები, რომლებმაც ახალშექმნილი სამსახურის სპეციფიკის, მართლწესრიგის ოფიცრის როლსა და ფუნქციებზე ისაუბრეს.
სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებსაც უპასუხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები