“ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე შეკრებილების უსაფრთხოებას შსს დაიცავს-სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი კანონის ფსრგლებში დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი

“შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქციაზე იქ შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებას და მართლწესრიგს დაიცავს,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
ამავე განცხადების თანახმად, რუსთაველის გამზირზე მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია და დაცული იყოს როგორც აქციის მონაწილეების, ისე რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები