მილიციამ ,,მაიდანზე“ გარდაცვლილი 46 ადამიანის მკვლელის ვინაობა დაადგინა
მაიდანზე გარდაცვლილი 7 ადამიანის მკვლელი დაკავებულია, დანარჩენები – ყირიმის აღმოსავლეთში იმალებიან. სამართალდამცავებმა 46 გარდაცვლილი აქტივისტის მკვლელების ვინაობა დაადგინეს.
შეგახსენებთ, რომ შაბათს, ,,მაიდანზე“ გარდაცვლილ აქტივისტთა ოჯახის წევრებმა ჩინოვნიკებთან შეხვედრა და გამოძიების შედეგების ანგარიშების წარდგენა მოითხოვეს. 20 მაისს მილიციამ და პროკურატურამ დახურულ შეხვედრაზე დაღუპულთა ნათესავებს ანგარიში წარუდგინეს. მათ თქვეს, რომ ჯერჯერობით დაკავებულია 7 ადამიანი, ხოლო დანარჩენები იძებნებიან. ისინი, ძირითადად, ,,ბერკუტის“ ყოფილი წევრები არიან და ბევრი მათგანი ამჟამად უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიას აფარებს თავს. ვიცე-პრემიერმა ვიტალი იარემამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ კვირის ბოლომდე ოჯახები ჯერ კიდევ სამი თვის წინ სახელმწიფოსგან დაპირებულ მატერიალურ დახმარებას მიიღებენ. ასევე მან მოუბოდიშა დაღუპულთა მშობლებს დუმილის გამო და დაპჰირდა, რომ ასეთი შეხვედრები ამიერიდან რეგულარულად გაიმართება. რაც შეეხება დაღუპულთა მშობლებს, ისინი აცხადებენ, რომ მათ არ სჭირდებათ ფული და სხვა რამ. მათთვის მთავარია გაიგონ, ვინ შეუკვეთა და ვინ მოკლა მათი შვილები მაიდანზე.
შეგახსენებთ, რომ მასობრივი არეულობის დროს მაიდანზე 105 ადამიანი დაიღუპა.