ბაჩუკი ქარდავა: უბრალოდ, არ შევსულვარ ფიზიკურ დაპირისპირებაში

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის ბაჩუკი ქარდავას მიმართ თავდასხმის მცდელობა განხორციელდა’, – ამის შესახებ ბაჩუკი ქარდავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შემთხვევა თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.
„უბრალოდ, არ შევსულვარ ფიზიკურ დაპირისპირებაში, ეს განაპირობა იმან, რომ გვერდზე სუპერმარკეტის, აფთიაქის და დაცვის წარმომადგენლები გამოვიდნენ და მათ დატოვეს ეს ტერიტორია. დისტანციაზე ვიყავი მათთან, ყოველ შემთხვევაში, მათ ჰქონდათ დიდი სურვილი, შემოსულიყვნენ კონფლიქტში და ეს იყო პირდაპირი თავდასხმის მცდელობა. დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოახლოება. უბრალოდ, ვერ გაბედეს, იმის გამო, რომ არ ვიყავი მარტო და გვერდზე, დაცვის თანამშრომლები გამოვიდნენ“, – აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები