დიმიტრი ცქიტიშვილი: დაუშვებელია ჟურნალისტზე ძალადობა, რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს მის მიერ დასმული კითხვა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ჟურნალისტზე, მარიამ გაფრინდაშვილზე მოძრაობა „არა ნაციზმის“ ოფისში შეურაცხყოფისა და ძალადობის გამოყენების ფაქტს ეხმაურება. როგორც მან “ფეისბუქის”პირად გვერდზე დაწერა, მისთვის მიუღებელია ჟურნალისტზე ძალადობა, რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს მის მიერ დასმული კითხვა.
“საჯაროდ გიდასტურებ ჩემს პატივისცემას, მათ შორის შენი “პროვოკაციული” კითხვების გამოც. ვიცი, შენ ეს ინციდენტი ვერ შეგაშინებს, მაგრამ მინდა ჩემი პოზიცია გამოვხატო, ესეც საჯაროდ. ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერი ფორმის ძალადობა და განსაკუთრებით, ქალზე ძალადობა და ჟურნალისტზე ძალადობა, რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს მის მიერ დასმული კითხვა”,-წერს დიმიტრი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, გუშინ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი მოძრაობის – „არა ნაციზმის“ ოფისში, ხელმძღვანელის, ნანა კაკაბაძის გაღიზიანება “კურიერის” ჟურნალისტის მიერ დასმულმა შეკითხვამ გამოიწვია. მან “რუსთავი2”-ის თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ოფისში მყოფმა პირებმა კი ჟურნალისტსა და ოპერატორს ტერიტორია დაატოვებინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები