აკაკი ზოიძე: ქვეყანაში უსამართლობის განცდა არავის უნდა ჰქონდეს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში უსამართლობის განცდა არავის უნდა ჰქონდეს. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ზაზა სარალიძეს დღემდე აქვს განცდა, რომ სამართალს ვერ მიაკვლია.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ადამიანების ოჯახის წევრებს უხდებათ რუსთაველის გამზირზე ამ ამინდში ყოფნა. გულით ვამბობ ამას. აღარ დავუბრუნდები საკითხს, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და უნდა დასრულდეს. ფაქტია, ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ მან სამართალი ვერ იპოვა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ასეთი რამ ამ ქვეყანაში არასდროს განმეორდეს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
შეგახსენებთ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები