გრიგოლ ვაშაძე: 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად უნდა გამოცხადდეს

„არავითარ რევოლუციას, არეულობას, დაპირისპირებას არ ვაპირებთ”, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო უკვე დამარცხებული კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს. ის სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან კონსულტაციებს მართავს.

მისივე თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად უნდა გამოცხადდეს.

„არავითარ რევოლუციას, არეულობას, დაპირისპირებას არ ვაპირებთ. ვაპირებთ იმის გაკეთებას, რის უფლებასაც გვაძლევს კონსტიტუცია და საქართველოს კანონმდებლობა იმიტომ, რომ ჯერჯერობით, რისი გაუქმებაც ვერ მოასწრო ივანიშვილმა ამ ქვეყანაში, ეს არის შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება. ასე რომ, სრული კონსტიტუციური უფლება გვაქვს შევიკრიბოთ იქ, სადაც საჭიროდ ვთვლით”, – ამბობს გრიგოლ ვაშაძე.
მისივე განცხადებით, დღეს გამოიყოფა ჯგუფი, რომელიც რუსთაველზე, პარლამენტის წინ, მიმდინარე შვილმოკლული მამების აქციის ორგანიზატორებს შეხვდება.
„ყველაფერი დამოკიდებულია ქართული ოცნების პასუხზე. მე მათ არ ვურჩევდი, კუთხეში მიამწყვდიოს 800 ათასი ადამიანი, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს ჩვენ”, – ამბობს გრიგოლ ვაშაძე.
გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით კვირას, 14:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიან მანიფესტაციას გეგმავს.,

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები