„ვის გადავუნაწილოთ ძალაუფლება? არიან კი ადამიანები, რომლებიც არ მოტრიალდებიან და ზურგში მახვილს არ ჩაგარტყამენ?“
დროა, საქმეზე მეტად ვიფიქროთ, ვიდრე მათთან პოლიტიკურ კინკლაობასა და თავის გაყადრებაზე,- ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ახლა საქმე. ვგიჟდები საქმის კეთებაზე, მიყვარს ჩანაფიქრები როგორ რეალიზდება.
ამომრჩეველმა კარგად მიანიშნა. მინიშნება იყო კოჰაბიტაციაზე, საკადრო პოლიტიკაზე, ტემპზე, რეფორმებზე ყველა დარგის მიმართულებით, გამოჩენა იმ ადამიანების, რომლებსაც უკეთესად შეუძლიათ საქმის კეთება თანამონაწილე უნდა გავხადოთ ყველა ქვეყნის მშენებლობაში. ძალაუფლება დიდია „ქართული ოცნების“ ხელში. მეც ვარ მომხრე, რომ უნდა გადანაწილდეს ძალაუფლება სხვადასხვა შტოში, მაგრამ შეხედეთ, პოლიტიკურ ველს, სად გადავანაწილოთ და ვის გადავუნაწილოთ? არიან კი ის ადამიანები, რომლეიც არ მოტრიალადებიან და ზურგში არ ჩაგარტყამენ მახვილს? არ იყო ამის პრეცედენტები? ხომ იყო? სირთულეს ესეც წარმოადგენს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
დეპუტატი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს აუცილებლობას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.