„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხზე მსჯელობენ
პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები და პარტიის რეგიონალური ოფისების წარმომადგენლები პოლიტსაბჭოს სხდომას მართავენ.
როგორც „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება შეუერთდებიან თუ არა გაერთიანებული ოპოზიციის აქციას, რომელიც კვირას რუსთაველის გამზირზე უნდა გაიმართოს.
სერგი კაპანაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ არ გამორიცხავს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით გაერთიანებულ ოპოზიციის აქციას შეუერთდნენ.
„ევრპული საქართველო“ დღეს გეგმავს, რომ ჩაატაროს პოლიტსაბჭოს სხდომა. იქნებიან პოლიტსაბჭოს წევრები, რეგიონალური ოფისების წარმომადგენლები და ჩვენ განვიხილივათ ყველა იმ საკითხს, რასაც ვგეგმავთ უახლოეს მომავალში. ჩვენი ამოცანა რჩება, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დამარცხდეს და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გრძელვადიან სტრატეგიას შევიმუშავებთ“ , – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა 2 საათს გაგრძელდება.