“შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ არასაქართველოს მოქალაქის სახელმწიფო გადატრიალებისკენ მიმართული რიტორიკით”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ შესაბამისი ორგანოების მხრიდან უნდა გაჩნდეს დაინტერესება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისგან, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალებისკენ მიმართული რიტორიკით.
„ძალიან მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ, ხაზი გავუსვათ და შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ არასაქართველოს მოქალაქის სახელმწიფო გადატრიალებისკენ მიმართული რიტორიკით.
​ვაშაძე სამწუხაროდ, მეტამორფოზას განიცდის. როდესაც პროგრესული ბლოკჩეინების თემებზე საუბრობდა თავის დროზე, არჩევნების დროს და ახლა ფაქტობრივად, მგონი, რომელიღაც ბლოკჩეინმა მის გონებაში რაღაც ხარვეზი გამოიწვია და შესაბამისად აკეთებს ასეთ განცხადებებს. როდესაც ვაშაძე ამბობს, რომ 800 ათასმა ადამიანმა მისცა დასტური დაუმორჩილებლობისა და არჩევნებისკენ მიმართონ მთელი ენერგია, გასათვალისწინებელია, რომ სალომე ზურაბიშვილს ხმა 1 მლნ 200 ათასმა ადამიანმა მისცა. პირდაპირ ვიტყოდი – პოლიტიკური რეგრესი შეიმჩნევა მის ცხოვრებაში“, – აღნიშნა ლევან კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები