ზვიად ძიძიგური “ნაცმოძრაობის” განცხადებებზე: არჩევნებს რომელ ნაწილში არ აღიარებენ, სადაც 700 ათასი ხმა აიღეს? ამ ნაწილშიც არ აღიარებენ?

არჩევნებს რომელ ნაწილში არ აღიარებენ, სადაც 700 ათასი ხმა აიღეს? ამ ნაწილშიც არ აღიარებენ? ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შედეგი აქვთ, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
ძიძიგურის თქმით, სააკაშვილი მუშაობას ისევ შეურაცხყოფისა და რადიკალიზაციის მიმართულებით აგრძელებს.
„არჩევნებს რომელ ნაწილში არ აღიარებენ, სადაც 700 ათასი ხმა აიღეს? ამ ნაწილშიც არ აღიარებენ? ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შედეგი აქვთ. თუ არ აღიარებენ, თავის თავს დააბრალონ. უცნაურია, რომ ასეთი შეფასება გააკეთეს. მილიონ 200 ათასი ადამიანი ხახვსა და კარტოფილზე გაყიდულად გამოაცხადო, ძალიან დიდი შეურაცხყოფაა. სააკაშვილი მუშაობას ისევ შეურაცხყოფისა და რადიკალიზაციის მიმართულებით აგრძელებს”, – განაცხადა ძიძიგურმა.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია მეორე ტურის შედეგებს არ აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები