ნოვიკოვი: საქართველოს პრეზიდენტი მორიგ ანტირუსულ განცხადებებს ავრცელებს ბრიუსელის და ვაშინგტონის გავლენით
რუსეთის დუმაში საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მოსკოვთან თანამშრომლობის შესახებ ნეგატიურად აფასებენ.
როგორც დუმას საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ნოვიკოვი აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტი მორიგ ანტირუსულ განცხადებებს ავრცელებს, რაც, ნოვიკოვის თქმით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლობის არარსებობაზე მიანიშნებს.
“სამწუხაროდ, ეს დამოუკიდებლობის არ არსებობაა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებაში. დღეს, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს პრეზიდენტი მორიგ ანტირუსულ განცხადებებს ავრცელებს ბრიუსელის და ვაშინგტონის გავლენით, ამ საშუალებით ის “თავისიან” ადამიანად აღიქმება დასავლეთში. ის ასეთი ხერხით ცდილობს, ყველა ეჭვი გააქარწყლოს, რაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს შეიქმნა,”- აცხადებს ნოვიკოვი.
ცნობისთვის, საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე რუსეთთან სამომავლოდ შესაძლო ურთიერთობებზე პასუხისას მან განაცხადა, რომ ახლა არ არის შესაბამისი დრო რუსეთთან თანამშრომლობისთვის, იმიტომ რომ მას სურს “თავისიან ადამიანად” დასავლეთი აღიქმებოდეს, რადგან საქართველოს ევროპული პოზიცია უკავია და თუკი დასავლური პარტნიორი ქვეყნები, ევროპისა და ამერიკის სახით, გამართავენ რუსეთთან დიალოგს, მაშინ, რა თქმა უნდა, საქართველოც არ დარჩება გვერდით.