პარლამენტის ბიურომ 30 ნოემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა, 30 ნოემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრეს.
პლენარული სხდომის დღის წესრიგში რამდენიმე კენჭსაყრელი და სამოცზე მეტი განსახილველი საკითხია. ბიუროს წინა სხდომაზე განსაზღვრულ დღის წესრიგს რამდენიმე განსახილველი საკითხი დაემატა, მათ შორის, III მოსმენით განსახილველი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, რომელიც ეხება ელექტროძრავიანი ავტობუსის მიწოდებისა ან/და იმპორტის დამატებული ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლებას და ექვსი სარატიფიკაციო დოკუმენტი.
ბიუროზე ასევე განიხილეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებისთვისაც განსაზღვრეს წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები.
იმსჯელეს საორგანიზაციო საკითხებზეც. ბიურომ რამდენიმე კანონპროექტის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს პარლამენტს ასევე წარედგინა სახალხო დამცველის წინადადება „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს გადაეცა. აღნიშნული წინადადება საქართველოს სახალხო დამცველისათვის გამოძიების დასრულებამდე განსაკუთრებული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეების მასალების გაცნობის უფლებამოსილების მინიჭებას ეხება.
სხდომის დასრულების შემდეგ, ბიუროს წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები