მამუკა ბახტაძე: თუ ვინმე დესტაბილიზაციის მოწყობას შეეცდება, კანონის ძალით გაეცემა პასუხი

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების მცდელობა განწირული იქნება. მისივე თქმით, ხელისუფლება რევოლუციური და რევანშისტული სცენარის განვითარებს არ დაუშვებს.„ყველამ ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში, რაც ქართული დემოკრატიისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.
მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამ გამარჯვებას და ქართველი ხალხის არჩევანს ჩრდილს ვერავინ მიაყენებს. არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის.
რა თქმა უნდა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც კონსტიტუციით და კანონით არის დაცული, მაგრამ ამავე დროს, თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, ყველა ასეთ მცდელობას კანონის ძალით გაეცემა პასუხი.
ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უპასუხისმგებლო ლიდერების გამო საფრთხე დაემუქროს მათ, არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს და არეულობისა და დისონანსის შემოტანის მცდელობას საზოგადოების ცხოვრებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები