გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, მარია ფერნანდა ესპინოზა გარსესმა სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება “ტვიტერის” მეშვეობით მიულოცა. ის იმედოვნებს, რომ ქალი პრეზიდენტი გაზრდის ქალის როლს პოლიტიკაში.
“გულწრფელად გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას, თქვენ იქნებით პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოში. ვიმედოვნებ, რომ ყოველთვის წაახალისებთ და გაზრდით ქალის როლს პოლიტიკაში”, – წერს მარია ფერნანდა ესპინოზა გარსესი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ცესკოს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ხმების 59.55% ანუ 1 146 248 ხმა, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს 40.45% ანუ 778 464 ხმა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები