აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას და ორმხრივი პარტნიორობის გაგრძელებას ველოდებით

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, რობერტ პალადინომის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას ელოდება.
როგორც მან ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, ორმხრივი და რეგიონული საკითხების ფართო სპექტრზე მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელება.
„აშშ ელოდება საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას და საქართველოსთან მნიშვნელოვანი ორმხრივი და რეგიონული საკითხების ფართო სპექტრზე მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას. მათ შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს კონტრიბუციის მხრივ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები