მოსკოვის სასამართლომ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შემსრულებლები დაასახელა
მოსკოვში, სასამართლომ “ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ბრალდებულები აღიარა. ესენი არიან მკვლელობის ორგანიზატორები: ჩეჩნეთის მკვიდრი ლომ-ალი გაიტუკაევი და მოსკოვის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ექსთანამშრომელი სერგეი ხაჯიკუბანოვი, რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე დანაშაულის სამზადისს აკონტროლებდა. ხოლო მკვლელობა ჩეჩნეთის მკვიდრმა რუსტამ მაჰმუდოვმა განახორციელა. მათ დანაშაული აღიარეს. როგორც გარიკვა, რუსტამ მაჰმუდოვმა ანა პოლიტოვსკაიას მისივე სახლის სადარბაზოში ექვსჯერ ესროლა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში პოლიტკოვსკაიას მკვლელობის დამკვეთის ძიების გაგრძელების პირობას დებენ.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი ჟურნალისტი, მოსკოვში, თავისი სახლის ლიფტში 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს. გამომძიებლებმა მომხდარის ადგილზე პისტოლეტი და ოთხი მასრა იპოვეს. ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ გაიტუკაევი მკვლელობის ორგანიზებას ახდენდა, ხოლო საქმეს მისი ნათესავები: რუსტამი, იბრაგიმი და ჯაბრაილი ასრულებდნენ.