“მინდა შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხის მკვეთრი ვარდნის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა რომ საქართველოში ასეთი არჩევნები, ამ სტანდარტით, მეტი აღარ უნდა ჩატარდეს.
„გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებით, აგრეთვე სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებების ანალიზის საფუძველზე მინდა შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხის მკვეთრი ვარდნის თაობაზე და ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ საქართველოში ასეთი არჩევნები ამ სტანდარტით მეტი აღარ უნდა ჩატარდეს“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მან საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. სალომე ზურაბიშვილს მიულოცა და საპრეზიდენტო უფლებამოსილების გადაბარებისა და ინაუგურაციის ორგანიზების პროცესში ადმინისტრაციის მონაწილეობის მზადყოფნა გამოხატა.