ანდრე ჰუნკო: არჩევნების ლეგიტიმურობა სასამართლოს პრეროგატივაა, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს იმიჯი დაზარალდება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ანდრე ჰუნკო მიიჩნევს, რომ საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის იმიჯს არ დააზარალებს. თუმცა, მისივე თქმით, ზოგიერთ ასპექტში პროგრესია და ზოგიერთში რეგრესი.
„რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობას, ეს არის სასამართლოს პრეროგატივა. არსებობს ადამიანის უფლებათა სასამართლო სტრასბურგში, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ, თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლება იყო დარღვეული. ჩემი პირადი შეხედულებით, შესაძლოა, ამან იმოქმედა რეზულტატზე, მაგრამ არა საბოლოო შედეგზე. რაც შეეხება კითხვას, როგორ დაინახავს საქართველოს საერთაშორისო საზოგადოება, ეს პოლიტიკური შეფასებაა, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები დააზარალებს საქართველოს იმიჯს. თუ შეადარებთ წინა არჩევნებს და მეორე ტურს, შერეული სურათი გამოვა, ზოგიერთ ასპექტში პროგრესია და ზოგიერთში რეგრესი”, – განაცხადა ანდრეი ჰუნკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები