შალვა ოგბაიძე: ის საერთაშორისო მაწანწალა სააკაშვილი ხალხს მოუწოდებს მასობრივი დაუმორჩილებლობის აქციები დაიწყოს

თბილისის საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე, მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას აფასებს, სადაც მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა საპროტესტო აქციებით მოითხოვონ და ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად გამოცხადონ.
„რა ხდება ახლა: ახლა ის საერთაშორისო მაწანწალა მოუწოდებს იმ 40% ვაშაძის მომხრეებს, რომ მასობრივი დაუმორჩილებლობის აქციები დაიწყონ, უფრო მეტიც – პოლიციას და ჯარს მოუწოდებს ბუნტისკენ. მოდი გავშიფროთ ეს ნათქვამი: ეს არის სახელმწიფო გადატრიალებისკენ და სამოქალაქო ომისკენ მოწოდება და სხვა არაფერი. ე.ი. ჩვენ მუდმივად ერთმანეთს სამოქალაქო ომში უნდა ვიწვევდეთ ყოველი არჩევნების შემდეგ. არჩევნები ჭადრაკი არ არის ყაიმით დამთავრდეს. ერთი აგებს და მეორე იგებს, და ის მეორე შემდეგ არჩევნებამდე თმენის ვალდებულებით უნდა აღიჭურვოს, ისევ და ისევ თავისი თანამოქალაქეების არჩევანის პატივისცემის გამო. ამას დემოკრატიასაც უწოდებენ ხანდახან. მაგრამ ეჭვი მეპარება, იმ მართლაც სერიოზულად დაავადებულმა ეს გაიგოს“,- წერს შალვა ოგბაიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები