მოსკოვში სავაჭრო ცენტრებიდან 4 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მოსკოვში 10 სავაჭრო ცენტრიდან 4 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია ნაღმების სავარაუდო არსებობის შესახებ მიღებული ანონიმური ზარების გამო განხორციელდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს.
სავაჭრო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიები შემოსაზღვრულია, ადგილზე კინოლოგები და პოლიციელები მუშაობენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, ანონიმური ზარები საზღვარგარეთიდან იყო განხორციელებული. კონკრეტული მისამართები, ამ დრომდე, უცნობია.