ავღანეთში ავიათავდასხმას 16 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
ავღანეთის პროვინცია ჰილმენდში თალიბებზე ავიათავდასხმის შედეგად 16 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “პავჟაკი” ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თალიბებზე ავიათავდასხმა დღეს გამთენიისას განხორციელდა, შედეგად 16 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, გარდა ამისა 16 თალიბის ლიკვიდაცია განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ სხვა ადგილობრივი მედიასაშუალებები 30 მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვაზე იტყობინებიან.