ერდოღანი პუტინს და პოროშენკოს შავ ზღვაში ვითარების დარეგულირებისკენ მოუწოდებს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო მოლაპარაკებები აწარმოა და შავ ზღვაში დაძაბულობის დიპლომატიური დარეგულირებისკენ მოუწოდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას “რია.რუ” თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციიდან, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
“დღეს ჩვენმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინსა პეტრო პოროშენკოსთან სატელეფონო მოლაპარაკებები აწარმოა. თითოეულ საუბარში ყურადღება გამახვილებული იყო რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებზე და შავ ზღვაში განვითარებულ მოვლენებზე. ჩვენმა პრეზიდენტმა ორივე კოლეგასთან დააფიქსირა საკუთარი შეშფოთება საკითხის მიმართ და ყურადღება გაამახვილა დიპლომატიური დარეგულირების მნიშვნელობაზე”,- განუცხადა წყარომ საინფორმაციო სააგენტოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები