ავსტრალიაში ტყის ხანძრის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
ავსტრალიის შტატ კვინსლენდში ტყეში მომხდარი ხანძრის გამო, ადგილობრივი ხელისუფლება 8 ათასი ადამიანის ევაკუაციას ახორციელებს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი “ABC” ავრცელებს.
ტელეარხის ინფორმაციით, დაუყონებლივი ევაკუაციის ბრძანება ქალაქ გრეისმირის მოსახლეობამ მიიღო.