ფიურტის სკოლაში ხანძარი გაჩნდა, არიან დაშავებულები

გერმანიის ქალაქ ფიურტის სკოლაში მომხდარი ხანძრის შედეგად მცირეწლოვნები და სკოლის პედაგოგები დაშავდნენ. მომხდარის შესახებ ტელე-რადიო კორპორაცია Bayerischer Rundfunk იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხანძარი დღეს დილით, სკოლის პირველ სართულზე, საპირფარეშოში მოხდა.
ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის, ბერტა რაუენბუშის განმარტებით, მასწავლებლების და მოსწავლეების უმრავლესობა დაკვამლიანების გამო დაშავდა, მათ პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ზოგიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულების ზუსტი რიცხვი ამ დროისთვის უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობა ოპერატიულად მოხერხდა. მომხდარის მიზეზი უცნობია. ადგილობრივმა პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები