ვანში “ევროპული საქართველოს” წევრს პირუტყვი მოპარეს
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედში,კორძაძეების ოჯახს სამი სული მსხვილფეხა პირუტყვი მოპარეს.
დაზარალებულები ამბობენ, რომ ქურდობა პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
ოჯახის უფროსის განცხადებით, მისი შვილი “ევროპული საქართველოს“ კოორდინატორია და ვარაუდობს, რომ ამ ფაქტით, ოჯახი დააშინეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.