კიევში მოსახლეობა რუსული ბიზნესის წინააღმდეგ აქციას მართავს

უკრაინის დედაქალაქში ასამდე მომიტინგემ სავაჭრო ცენტრ “ოკეან პლაზას” ბლოკირება მოახდინა, ისინი უკრაინაში რუსული ბიზნესის არსებობას აპროტესტებენ. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
როგორ სააგენტო “უნნ”-ის პირდაპირი ეთერიდან ირკვევა, მომიტინგეებმა სავაჭრო ცენტრის მთავარი შესასვლელი საბურავებით ჩახერგეს და ვიტრინებზე საღებავით ანტირუსული ლოზუნგები დაწერეს.
ამასთან, ერთ-ერთმა მომიტინგემ განაცხადა, რომ საბურავების დაწვა და შენობის შტურმი არ იგეგმება.
ადგილზე პოლიცია და სახანძრო ეკიპაჟები მორიგეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები