სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა

მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის მოადგილედ, ოფიციალურად, დღეს დაინიშნა. ის განათლებისა და კულტურის მიმართულებას უხელმძღვანელებს.
როგორც ბათუმის მერმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მას ეკუთვნის.
„სოფო ხალვაში ცნობილი პიროვნებაა, მას ბევრი რეკომენდატორი ეყოლება ყოველთვის, თუმცა გუნდს ვაკომპლექტებ მე და გადაწყვეტილებაც მივიღე მე. ეს არ უკავშირდება იმას, რომ სოფო მხარდაჭერას პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს უცხადებს. ამ თემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაცილებით ადრე დაიწყო“, – განაცხადა ლაშა კომახიძემ.
მომღერალიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოლაპარაკებები დიდი ხანია რაც მიმდინარეობს. ის იმედოვნებს, რომ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მისი ქალაქის განვითარებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები