პესკოვი: უკრაინელი მეზღვაურების ბედი რუსეთის სასამართლოზეა დამოკიდებული
უკრაინელი სამხედრო მეზღვაურების ბედი, რომლებიც ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის დროს რუსეთის საზღვაო ძალოვანმა სტრუქტურებმა დააკავეს, სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და არა კრემლის პოზიციაზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ისაუბრა.
“ეს არ არის კრემლის პოზიცია, ეს სასამართლოს პოზიცია უნდა იყოს”,- ეხმაურება პესკოვი კითხვას, თუ რა პოზიცია აქვს კრემლს უკრაინულ ეკიპაჟთან დაკავშირებით.
პესკოვი ასევე, კითხვაზე, თუ როგორი რეაგირება მოჰყვება რუსეთის მხრიდან უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას, ამბობს, რომ ეს ისედაც დაძაბული ვითარების სახიფათო ესკალაციაა.
“ვინაიდან ასეთ ქმედებებს შეუძლიათ, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს და ესკალაციამდე მიიყვანოს. რაც შეეხება რუსეთის რეაქციას, ამაზე ჩვენს სამხედროებს უნდა ვკითხოთ”,- აცხადებს პესკოვი.