გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ქერჩის სრუტეში განვითარებული კონფლიქტი განიხილა, ქვეყნების უმეტესობამ რუსეთის საქციელი დაგმო

გაეროს უსაფრთხოების საბჭომ საგანგებო სხდომაზე ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენები განიხილა.
აშშ-მ, ევროკავშირის და NATO-ს წევრმა ქვეყნებმა შეშფოთება გამოთქვეს ქერჩის ინციდენტთან დაკავშირებით, უკრაინას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და რუსეთს მოუწოდეს, გაათავისუფლოს ტყვედ აყვანილი უკრაინელი მეზღვაურები და გემი.
რუსეთი, სხდომის დაწყებისთანავე, ცდილობდა კონფლიქტი რუსეთის ფედერაციის საზღვრების უხეშ დარღვევად შეფასებულიყო, მაგრამ უსაფრთხოების საბჭომ უარი განაცხადა საკითხის ამ ფორმულირებით განხილვაზე.
გაეროში რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი დიმიტრი პოლიანსკი ირწმუნებოდა, რომ უკრაინელ მეზღვაურებთან ერთად გემზე რადიკალებიც იმყოფებოდნენ, რომლებსაც ქერჩის ხიდის აფეთქება სურდათ. პოლიანსკის თქმით, გემზე “СБУ “-ს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
გაეროში ამერიკის მუდმივი წარმომადგენლის, ნიკი ჰეილის განცხადებით, აშშ და მათი ევროპელი მოკავშირეები, გაეროს უსაფრთხოების საბჭოდან, შეშფოთებულები არიან ქერჩის სრუტეში განვითარებული ინციდენტის გამო და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები