სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მანქანას “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლეს

სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, კიმ იუ სუს, მანქანას მოხუცმა მამაკაცმა “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლა.
ინციდენტის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “რენხაპ” ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.
სააგენტოს ინფორმაციით, ინციდენტი დღეს დილით, ადგილობრივი დროით 9:10 საათზე სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მოხდა.
პოლიციის ცნობით, 74 წლის მამაკაცმა თავმჯდომარის მანქანას ცეცხლწაკიდებული ბოთლი იმ დროს ესროლა, როდესაც მანქანა მთავარი სასამართლოს ტერიტორიაზე შედიოდა. შემთხვევის შედეგად მანქანის წინა ბორბალს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა დაცვამ მალევე ჩააქრო. კიმ იუ სუ არ დაშავებულა.
პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები